Новости Пресс-релизы

ფარმაკომპანიები უარს ამბობენ C ჰეპატიტის სიცოცხლისთვის აუცილებელი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

2014 წლის 28 თებერვალი, ბანგკოკი, ტაილანდი

22 ქვეყნის წარმომადგენელმა 38 აქტივისტმა C ჰეპატიტის თემის საკონსულტაციო საბჭოს (CAB) პირველი მსოფლიო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა 6 საერთაშორისო ფარმაკომპანიისთვის მედიკამენტებზე მთელ მსოფლიოში თანაბარი ხელმისაწვდომობის მოთხოვნას მიეძღვნა. თუმცა კომპანიებმა AbbVie, Bristol-Myers Squibb, Gilead, Janssen, Merck, და Roche არ წარმოადგინეს თანაბარი ხელმისაწვდომობის გეგმა. C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა, რომელიც მკურნალობის არასათანადო ხელმისაწვდომობის გამო წელიწადში 350 000 ადამიანს კლავს.

შიდსის მოძრაობის აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აივ-ისა და C ჰეპატიტის ინფექციით, ნარკოტიკების ინტრავენული გზით მომხმარებლები (PWID) მათი მეგობრები და მხარდამჭერები იბრძვიან ახალი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატების (DAA) ხელმისაწვდომობისთვის. ამ პრეპარატებს შესწევთ ძალა დაასრულონ C ჰეპატიტის ეპიდემია (მოახდინონ მისი ერადიკაცია). კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით ისინი 100%-მდე შედეგს იძლევიან.
შეხვედრაზე წარმოდგენილმა არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა მზადყოფნა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის (LMIC) ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზებაზე. მსოფლიოში ამ ინფექციის მატარებელი 185 მილიონი ადამიანის 85% სწორედ ამ ქვეყნებში ცხოვრობს. ისეთი კომპანიებიც კი, როგორებიცაა როში და მერკი, რომლებიც აწარმოებენ წლების წინ გამოშვებულ წამლებს და მათი გამოყენება რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება მიზანშეწონილი, არ არიან მზად ჯეროვან ნიშნულამდე დაწიონ ფასები.
მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ეს წამლები 140 000 აშშ დოლარად იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოება დიდ დანახარჯებს არ უკავშირდება. მეცნიერთა მიერ გაკეთებულ ანალიზს თუ დავეყრდნობით, ამ წამლების წარმოება 250 დოლარზე ნაკლები ჯდება 12 კვირიანი კურსის შემთხვევაში. [1] „სიძუნწის ასეთი მასშტაბი გაუმართლებელია და ეს შეუძლებელს ხდის განკურნებას თითქმის ყველასთვის, ვისაც ეს წამლები ესაჭიროება“ აცხადებს აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების აივ დადებითი ადამიანების გაერთიანების (APN+) რეგიონალური კოორდინატორი შიბა პურაილატპამი.

„ადამიანების, ისევე როგორც სახელმწიფოების უმეტესობას ხელი არ მიუწვდება მკურნალობის დაფინანსებაზე“ ამბობს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამების მენეჯერი პაატა საბელაშვილი. „ჩემი ქვეყანა, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მსგავსად იწყებს მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას. თუმცა

ამ პროგრამების მოცვა შეზღუდულია მკურნალობის ღირებულების ასტრონომიული სიდიდის გამო. როგორ შეძლებენ სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები ეპიდემიის დაძლევას, თუ ფარმაკომპანიები ფასს არ დააკლებენ?“

სტრატეგიები, რომელსაც დღეისათვის მიმართავენ ფარმაკომპანიები მოიცავენ შემდეგ საკითხებს: მედიკამენტების დაგვიანებული რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი ლიცენზიები და პაციენტთა დახმარების პროგრამები. ეს სტრატეგიები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ვერ შეძლებენ მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. „სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება სავალდებულო ლიცენზირების ჩათვლით, რათა დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და გააფართოვონ ახალ წამლებზე ხელმისაწვდომობა, მაშინაც კი, როდესაც ამ წამლებს პატენტები იცავს,“ აცხადებს მედიკამენტების ხემისაწვდომობის ლათინური ამერიკის ქსელის (RedLAM) გენერალური კოორდინატორი ლორენა დი ჯანო.

ვაცხადებთ, რომ ერთგული ვრჩებით სტრატეგიებისა, რომლებიც შესაძლებელს გახდის ახალი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატების გენერიკულ წარმოებას. თავის დროს, გენერიკულმა წარმოებამ განაპირობა შიდსის ანტირეტროვირუსული პრეპარატების 10 000-დან 100 დოლარამდე გაიაფება და ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეგვინარჩუნა. ადამიანები, რომელებიც C ჰეპატიტის ინფექციით ცხოვრობენ, აქვთ მკურნალობის უფლება. ისინი არ იმსახურებენ ფარმაკომპანიების სიძუნწის მძევლად ყოფნას.

[დასასრული]
დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში მიმართეთ პაატა საბელაშვილს:
მობ. 593232375
ელ-ფოსტა: psabelashvili@hrn.ge

C ჰეპატიტის სათემო საკონსულტაციო საბჭოს (CAB) პირველი მსოფლიო შეხვედრის მონაწილეები (მონაწილეთა სახელებს და რეგალიებს გთავაზობთ თარგმანის გარეშე):
აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზია

1st HCV World CAB Participant List

East and Southeast Asia
Jirasak Sripramong, Thai AIDS Treatment Action Group (TTAG), Thailand
Dr. Kieu Thi Mai Huong, SCDI, Vietnam
Dr. Lisa Peiching Huang, Médecins du Monde, Vietnam
Edo Agustian, PKNI, Indonesia
Aditya Wardhana, IAC, Indonesia
Do Dang Dong, VNP+, Vietnam
Zhang Bo, Yunnan IDA, China
Thomas Cai, AIDS Care China
Odilon Couzin, Hong Kong
Shiba Phurailatpam, Thailand
Giten Khwairakpam, Thailand
Kajal Bhardwaj, India
Paul Cawthorne, Médecins Sans Frontières (MSF), Thailand
Dr. Gonzague Jourdain, Thailand

Eastern Europe/Central Asia
Paata Sabelashvili, Georgian Harm Reduction Network, Georgia
Sergey Golovin, ITPC-Russia
Ludmila Maistat, The HIV/AIDS Alliance-Ukraine

U.S./Europe
Karyn Kaplan, Treatment Action Group, United States
Tracy Swan, Treatment Action Group, United States
Khalil Elouardighi, Coalition Plus, France
Noah Metheny, Global Forum on MSM & HIV, United States
Camila Picchio, Treatment Action Group, United States
Simon Collins, HIV i-Base, United Kingdom
Chloé Forette, Médecins du Monde, France
Pauline Londeix, Act Up-Basel/ITPC, France
Jude Byrne, International Network of People Who Use Drugs (INPUD), United Kingdom
Jorrit Kabel, AIDS Fonds, The Netherlands
Els Torreele, Open Society Foundations, United States
Azzi Momenghalibaf, Open Society Foundations, United States
Tahir Amin, I-MAK, United States
Priti Radhakrishnan, I-MAK, United States

Africa
Abshiro Halake, Kenya Red Cross Society
Ed Ngoksin, Global Network of PLWHA (GNP+), South Africa

Middle East/North Africa
Heba Wanis, Egyptian Initiative for Personal Rights
Dr. Mustapha Sodqi, ALCS (Association de Lutte Contre le Sida), Morocco
Othman Mellouk, ITPC-MENA, Morocco

Islands
Nudhar Bundhoo, Prévention Information et Lutte contre le Sida (PILS), Mauritius

Latin America
Lorena Di Giano, Red Latinoamericana por el Acceso a Medicamentos – RedLAM, Argentina